geo_flag eng_flag rus_flag

მაღლივი კორპუსის მიმდებარედ 260 ხე-მცენარე დაირგო
- +

9 ნოემბერი. 2016. 15:41



სეზონური გამწვანების ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით, გრძელდება.  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  ხეები  თსუ-ს სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, დარგო.


მე-10 („მაღლივი") კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 260 ძირი კვიპაროსი და მთის ნეკერჩხალი დაირგო.  ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. 


„ინტენსიურად გრძელდება გამწვანების ღონისძიებები დედაქალაქში. დღესუნივერსიტეტის  მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია  თსუ-სპროფესორებთან, ხელმძღვანელობასა და სტუდენტებთან ერთად გავამწვანეთ.მნიშვნელოვანია, რომ  ყველამ ვიზრუნოთ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობისგაუმჯობესებაზე. საშემოდგომო რგვები გაგრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე დათბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხეს დავრგავთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



 



 

არქივი