geo_flag eng_flag rus_flag

„Maroon 5“-ის ჯგუფის წევრები ქართულ კერძებს აგემოვნებენ
- +

6 ივნისი. 2016. 23:46



ამერიკული ჯგუფის „Maroon 5"-ის წევრები, კონცერტის ორგანიზატორებთან ერთად, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში ქართული კერძების დასაგემოვნებლად მივიდნენ.  რესტორანში მივიდა ანსამბლი „ერისიონი". 2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ჯგუფთან ერთად არ იმყოფება სოლისტი, ადამ ლევინი. სავარაუდოდ ის სასტუმრო „ჰილტონში" დარჩა.


ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჯეიმს ვალენტაინი, სპეციალურად GDS-ის მაყურებელს მიესალმა და აღნიშნა, რომ ძალიან მოწონს ბათუმი,  მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ კონცერტს და  იმედი აქვს,  რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.


მუსიკოსები აჭარაში რამდენიმე საათის წინ ჩავიდნენ და სასტუმრო „ჰილტონში" დაბინავდნენ.


7 ივნისს, საოცრებათა მოედანზე "Maroon 5"- ის კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, მსმენელს მოედანზე მისვლა 17:00 საათის მერე შეეძლება.


 

 

 

არქივი