geo_flag eng_flag rus_flag

კახა მამულაშვილი: „ოქროს ტალღა“ ქართულ შოუბიზნესში ნათელი წერტილია…
- +

5 ივნისი. 2016. 21:33


ლელა წურწუმიას „სიყვარულს არ აქვს დრო", რომლის მელოდიაც მაია კაჭკაჭიშვილს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის, „ოქროს ტალღის" ერთ-ერთი ნომინანტია. წლის სიმღერა 23 ივნისს გამოვლინდება, მანამდე კი ყველა თქვენგანს აქვს საშუალება, დღეში ერთხელ სასურველ სიმღერას მისცეს ხმა და ხალხის რჩეული გამოავლინოს.


პროდიუსერ კახა მამულაშვილს ვკითხეთ აზრი „ოქროს ტალღის" შესახებ.

 

 „სასიხარულოა, რომ ჩვენი სიმღერა წარდგენილიაოქროს ტალღაზე". ვფიქრობ, რომ სწორია ნომინაციების მიხედვით გამარჯვებულების გამოვლენა და ზოგადად, სწორია ამ ტიპის კონკურსის გამართვა. ამ ჩვენს შოუბიზნესს ისედაც არავინ წყალობს (იცინის) დაოქროს ტალღა" ნათელი წერტილია.

 

კარგი იქნებოდა, ასეთი ტიპის სატელევიზიო დაჯილდოებაც იმართებოდეს და საუკეთესო კლიპებსაც გამოავლენდნენ, რადგან ეს ამ სფეროს განვითარებას ხელს შეუწყობდა.

 

ოქროს ტალღა", რა თქმა უნდა, უწევს პოპულარიზაციას ქართულ სიმღერას. რადიოს თავისი ადგილი აქვს და ყოველთვის ექნება, კაფე-ბარებსა თუ მანქანებში ყველა რადიოს უსმენს. ასე რომ, მას მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეაქვს."


 

წყარო : wyaro
არქივი