geo_flag eng_flag rus_flag

ნუკი კოშკელიშვილი: ქმარს არ დავშორებულვარ და არც ვაპირებ!
- +

5 ივნისი. 2016. 02:25


 

ნუკი კოშკელიშვილი გადაცემა „ანფასის" პრომოში მის მიერ გაჟღერებულ ფრაზას იმის შესახებ, რომ  ზღაპარი დასრულდა და ის საქართველოში დაბრუნდა, „პრაიმტაიმთან" აკონკრეტებს.



„ანფასის" ჟურნალისტები არიან ძალიან მაგარი ჟურნალისტები და მე ვთვლი, რომ ძალიან მაგარი პრომო გააკეთეს. არა, არ დავშორებულვარ ჩემს ქმარს და არც ვაპირებ დაშორებას.

ეს უბრალოდ გულისხმობდა, რომ ზღაპარში რომელშიც ვცხოვრობდი და არაფერს არ ვაკეთებდი მთელი წელი, ცოტა ხნით დასრულდა და დავბრუნდი საქართველოში სადაც ძალიან ბევრი საქმე მაქვს."- აღნიშნა კოშკელიშვილმა.  

 

 

 

 

არქივი