geo_flag eng_flag rus_flag

ბექჰემებს მეხუთე შვილი ეყოლებათ
- +

31 მაისი. 2016. 00:16


დასავლური მასმედიის საშუალებები იტყობინებიან, რომ ვიქტორია და დევიდ ბექჰემები მეხუთე შვილის ყოლას უახლოეს მომავალში გეგმავენ. ინსაიდერები ერთ-ერთ ტაბლოიდთან საუბარში ყვებიან, რომ ბოლო დროს ვიქტორია ფოლიუმის მჟავას აქტიურად იღებს და ცდილობს, მაქსიმალურად ჯანსაღად იკვებოს, რაზეც მისი პერსონალური მზარეული - გორდონ რამზი ზრუნავს.


არადა, არც ისე დიდი ხნის წინ, პრესაში ვიქტორია და დევიდ ბექჰემების განქორწინების შესახებ აქტიურად წერდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, წყვილს ყველაფერი რიგზე აქვს და უფრო მეტიც: სულ მალე მეხუთე შვილიც ეყოლებათ!


 

არქივი