geo_flag eng_flag rus_flag

კარდაშიანი ქმარს ეყრება
- +

28 მაისი. 2016. 23:40


კარდაშიანთა დინასტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ქმარს ეყრება. საუბარია ქლოიზე, რომელიც ლამარ ოდომთან განქორწინებას უკვე მეორედ აპირებს. სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ წყვილის კონფლიქტის მიზეზი ისევ შეხედულებათა სხვადასხვაობაა. თუმცა, კულუარებიდან ცნობილია, რომ მთავარი მიზეზი ლამარის ალკოჰოლდამოკიდებულებაა, რომელსაც ვერაფრით ვერ შეელია.


კალიფორნიის კანონმდებლობის თანახმად, ქლოი კარდაშიანსა და მის მეუღლეს ქორწინების გასაუქმებლად 6 თვეზე მეტი დრო დასჭირდებათ. გამორიცხული არ არის, ამ პერიოდის განმავლობაში ცოლ-ქმარმა ისევ ერთად დარჩენა ამჯობინოს. სწორედ ასე მოხდა წინა შემთხვევაში - 2013 წელს, როდესაც ორივე მათგანმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ცხოვრება პირველად გადაწყვიტა.


ცნობილია, რომ ქლოი და ლამარი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ და პროცესი ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე მიმდინარეობს.


 

წყარო : wyaro
არქივი