geo_flag eng_flag rus_flag

რა კავშირი აქვს მარიონ კოტიარს საუკუნის განქორწინებასთან - „ბრანჯელინა“ ღალატის გამო დასრულდა?!
- +

21 სექტემბერი. 2016. 14:04



უკვე მეორე დღეა, მედია საუკუნის განქორწინებაზე წერს და ვერსიებზე მსჯელობს.

ერთ-ერთი ვერსიით, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინების მთავარი მიზეზი ფრანგი მსახიობი მარიონ კოტიარია.



უცხოური მედია წერს, რომ ბრედ პიტს „დეჟა ვიუ" აქვს, რადგან მისი და ანჯელინას რომანის მსგავსად, მარიონთან სასიყვარულო ურთიერთობა გადასაღებ მოედანზე დაიწყო,



შეგახსენებთ, მსახიობები ერთად თამაშობენ ფილმში „მოკავშირეები", რომლის თრეილერიც უკვე გამოჩნდა ეკრანებზე.



როგორც „დეილი მეილი" ირწმუნება, ფილმის გადაღებების მიმდინარეობისას, ქმრის ღალატში დაეჭვებულმა ანჯელინამ კერძო დეტექტივიც კი დაიქირავა.



გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და გავლენიანი, ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს შორდება.


CNN-მა, BBC-მ, Reuters-მა, Guardian-მა, Independent-მა და დანარჩენმა უდიდესმა გავლენიანმა სააგენტოებმა, მსოფლიოს „ბრანჯელინას" დასასრული Breaking News-ად ამცნეს.



ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების შესახებ დოკუმენტაცია უკვე შეავსო.

ოფიციალურ მიზეზად „შეურიგებული უთანხმოება" დასახელდა.



წყვილთან დაახლოებული პირის განცხადებით, კონფლიქტის მიზეზი ბავშვები, კერძოდ ბავშვების აღზრდაში ბრედის მეთოდები გახდა. გამოცემის თანახმად, ანჯელინას შვილებზე ყოველგვარი უფლება სურს, თუმცა სასამართლოსგან ითხოვს, მისი 6 შვილის მამას ბავშვებთან ვიზიტები დაუნიშნოს.



დღეს გამოცემა Mirror-მა ერთი კვირის წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ბედნიერი წყვილი და მათი გოგონა შაილოა ასახული ასახული. ანჯელინა და ბრედი ერთმანეთს ეხუტებიან და შესაძლო განქორწინების აშკარად არაფერი ეტყობათ.



გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრედ პიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.



ჰოლივუდის ერთ-ერთი სამაგალითო წყვილის შესაძლო განქორწინებაზე პირველად In Touch-მა რამდენიმე თვის წინ დაწერა. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი ანჯელინა, მისი დეპრესია და შეცვლილი ხასიათი გახდა. მეორე ვერსიით, ბრედმა მას ფრანგ მსახიობ მარიონ კოტიართან უღალტა.



ანჯელინას ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება ოჯახის კეთილდღეობისთვის იქნა მიღებული და ანჯელინა კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. შოკისმომგვრელ ინფორმაციას ბრედ პიტი გამოცემა People-თან გამოეხმაურა.



ამ ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი ბავშვები არიან. ვთხოვ პრესას, უფლება მისცენ ბავშვებს, ამ ცვლილებას უმტკივნეულოდ შეეგუონ", - განაცხადა პიტმა.



ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ „მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.



 

არქივი