geo_flag eng_flag rus_flag

ნინა სუბლატი: X Factor-ში მოვლენები ბანძად განვითარდა!
- +

24 მაისი. 2016. 04:28


X Factor -ის მენტორი, მომღერალი ნინა სუბლატი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მისი ჯგუფის- Teen Girls-ის აუთსაიდერობა დამსახურებული არ იყო.



„იმის მიუხედავად, რომ დღეს ძალიან ცუდად, კიარადა ბანძად განვითარდა X Factor-ში მოვლენები, მაინც მინდა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემ გოგოებს მხარი დაუჭირა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის!

 

იმის მიუხედავად რომ პროექტი დატოვა Teen Girls-მა, მაინც მიხარია, რომ მათ დღევანდელ ლაივს ასე ღირსეულად გაართვეს თავი! და მათი დღევანდელი პროექტის დატოვება ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც მუსიკოსისთვის, მენტორისთვის და ა.შ, ღირსეული იყო; არასწორი(იმიტომ რომ ბევრი შესრულება იყო არა ღირსეული.....) მაგრამ მაინც... ზოგისთვისთვის ეს პროექტი ყველაფერია და ამის შემდეგ მათ კარიერაში არაფერი მოხდება, ზოგისთვის კი (თინ გერლსისთვის კონკრეტულად) მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი რაღაცის, რაც მომავალში ელით!

 

ნინა ყიფშიძეს კი ვულოცავ დარჩენას! ყველა საუკეთესო პირველ დღეს აუტსაიდერია! და აუტსაიდერობა ხანდახან კარგიც არის! მადლობა ყველას..."


 

არქივი