geo_flag eng_flag rus_flag

ნინო წიკლაური: ბონდარენკოს რევანში არ აუღია ქართველ გოგონებზე...
- +

22 მაისი. 2016. 03:46



მომღერალი ია მანიჟაშვილ ფეისბუკის პირად გვერდზე მსახიობ სტანისლავ ბონდარენკოს სტატუსი მიუძღვნა და საკუთარი აზრი დააფიქსირა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.


ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგი დაეთანხმა, ზოგიც პირიქით, ქართველი გოგონების შეურაწყოფად მიიღო. მეორე მხარეს აღმოჩნდა პროდიუსერი ნინო წიკლაურიც, რომელიც უკვე წლებია მოსკოვში ცხოვრობს და იქ განაგრძობს თავის საქმეს. ნინომ რამდენიმე წუთის წინ იას ფეისბუკის პირად გვერდზე უპასუხა და საკმაოდ ვრცელი სტატუსიც მიუძღვნა.

 

ია ძალიან პატივს გცემ და ერთმანეთისგან კარგის მეტი არაფერი არ გვახსოვს, მაგრამ ვერ დავეთანხმები შენს პოსტს. ვფიქრობ რომ ბონდარენკოს რევანში არ აუღია ქართველ გოგონებზე, ანუ: „იგულავაო", „გადაუარაო" და ასე შემდეგ... ის რომ მსახიობს უამრავი და ათასობით ფანი ყავს, ეს ბუნებრივია. სერიალმა დიდი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში და მსახიობის როლი იყო ძალიან ძლიერი მამაკაცის როლი, რომელიც ბრძოლობს დიდი სიყვარულისთვის, რაც დღეს არ ახასიათებს ქართველ, თუნდაც რუს, თუნდაც სხვა ეროვნების კაცებს. და დღეს ჩვენი ახალგაზრდა თაობა მოკლებულია მამაკაცისგან ისეთ საქციელს რაც იმ ფილმში აისახა და ეს არის მიზეზი მაგ გაფანატების და ეს ბუნებრივია!!

 

სტანისლავის ფანები ძირითადად 80% თინეიჯერული ასაკის გოგონებია და მე მესმის მათი. ასეა შეყვარებული მასზე ჩემი 14 წლის დისშვილიც, 13 წლის ბიძაშვილიც და მეგობრების ბავშვებიც და ეს ნორმალურია! ჩემი აზრით, ის რომ ბონდარენკომ გადაუარა ქართველ გოგონებს, ეს ძაან ხმამაღალი ნათქვამია და შეურაწყოფაა ჩვენი ახალგაზრდა გოგონების!! მითუმეტეს მაშინ როდესაც მსახიობ ნიკე კეშელავადან დაწყებული, თუკი ვისაც დაუახლოვდა ყველას დეეძახის და აფასებს ქართველ გოგონებს! და პლუს ამას, ბიჭი ერთ თვეზე მეტია საქართველოშია და უანგაროდ აკეთებს კეთილ საქმეებს!!

 

აქ, მოსკოვში გადადო მისი პოპულარული სპექტაკლები, რომელშიც ძალიან დიდ ჰონორარს ღებულობს. ამას ბევრი არ გააკეთებდა! დიახაც მომწონს როგორც მსახიობი, როგორც პიროვნება და როგორც ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა!!! და თუ კი ვინმეზე კონკრეტულად იცი რომ ბონდარენკომ მასთან გაიგულავა, მოდი პირადად მასზე დაწერე და არა ყველა ქართველ გოგოზე. თუმცა არამგონია ვინმე ვინმეს სანთელს უკავებდა. გაკოცე და იმედია არ მიწყენ!"- წერს ნინო წიკლაური ფეისბუკის პირად გვერდზე.


 

წყარო : wyaro
არქივი