geo_flag eng_flag rus_flag

დუტა: ოჯახის სიმტკიცეში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ბავშვები თამაშობენ...
- +

8 ივნისი. 2016. 22:56



არსებობენ ნიჭიერი ადამიანები და არსებობენ მრავალმხრივად ნიჭიერი ადამიანებიც. ყველასთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება. უნდა ითქვას, რომ მისი ოჯახის წევრებიც თავის საქმეში ნიჭიერები არიან.


ქართული OK! დუტას შინ ეწვია და მისი მეუღლე - პროფესიით იუველირ-დიზაინერი მარინა ნაცვლიშვილი და მათი შვილები გაიცნო. OK!-ს ივნისის ნომერი გთავაზობთ ექსკლუზიურ ფოტომასალას, და ინტერვიუს დუტას ოჯახთან.


როგორ გაიცანით ერთმანეთი?

(დუტა): 1997 წლის ზაფხულში ვდგამდით ბ. ბრეხტის „სამგროშიან ოპერას", სადაც მარინა კოსტიუმების მხატვრად მუშაობდა. პირველივე დღეს გავეცანი, შემდეგ დავმეგობრდით და ერთხელაც „შეყვარებულობანა" ვეთამაშე, ვითომ შეყვარებულები ვიყავით. ოფიციალურ გაცნობამდე სცენიდან მიცნობდა, რადგან ჭოლას (OK!-შენიშვნა: რეჟისორი ლევან წულაძე) ბავშვობის მეგობარია. ყოველთვის ესწრებოდა ჭოლას პრემიერებს და შესაბამისად, ჩვენი პირველი სტუდენტური სპექტაკლებიც ნანახი ჰქონდა. ერთი რაღაც უნდა გავიხსენო: ალბათ, 1995 წელი იქნებოდა, რუსთაველზე თეატრალურის წინ ბისტრო იყო. ერთ დღეს ამ ბისტროს წინ ვიჯექი და გიტარაზე ვუკრავდი. ცოტა ნასვამიც ვიყავი. მოკლედ, კარგ გუნებაზე. ამ დროს მარინამ თავის მეგობართან სალომე კობახიძესთან ერთად ჩამოიარა. მე რომ დამინახა, სალომესთვის უთქვამს: აუ, ეს რომ ახლა ჩემი ქმარი იყოსო... ორ წელიწადში ასეც მოხდა.


შეყვარებულობანას" თამაში დიდხანს გაგრძელდა?

(დუტა): ეს ჩემებური „შებმის" მცდელობა გახლდათ, თუმცა პროცესში უცებ მივხვდი, რომ ყველაფერი ბევრად სერიოზულად იყო, ვიდრე წარმომედგინა. მეტი ყურადღება გამოვიჩინე, ყველგან ვაკითხავდი. მიყვარს სიურპრიზები.


(მარინა): შემაწუხებელიც კი იყო. სადაც უნდა ვყოფილიყავი, მპოულობდა. არ ვიცი როგორ ახერხებდა ამას. ყოველთვის იცოდა სად ვიყავი.


სიყვარული როგორ აგიხსნათ?


(მარინა): სიყვარული არც აუხსნია, პირდაპირ ცოლობა მთხოვა. ეს იმ „სამგროშიანის" ბანკეტის შემდეგ მოხდა.


მაშინვე დათანხმდით?


(მარინა): არაფერი მიპასუხია. საერთოდ, ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა.


(დუტა): თვე-ნახევარი ველოდებოდი პასუხს. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი უკვე თითქმის 19 წელი გავიდა.


წყარო- okmagazine.ge


 

არქივი