geo_flag eng_flag rus_flag

ანზორ ჩუბინიძე: არ მქონდა იმის გარანტია, რომ პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეში არ იქნებოდა
- +

17 თებერვალი. 2017. 03:32



სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით,  მამა გიორგი მამალაძის მომწამვლელი ნივთიერებით დაკავება, სახელმწიფო დაცვისთვის ერთგვარი სიგნალი იყო და მისი ბერლინში ჩასვლა სწორედ რისკების პრევენციის მიზნით მოხდა.

 

„თავისთავად ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც აპირებს გერმანიაში გაემგზავროს, დაკავებულია არაკანონიერი, მომწამვლელი საშუალებით, ეს თავისთავად იყო სიგნალი და ჩვენ ვერავითარ რისკს ვერ გავწევდით. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ პრევენციული ღონისძიებები. ეს იყო სუფთა პრევენციული ღონისძიება, რომ ჩამოვსულიყავი და მაქსიამლურად უსაფრთხო, კომფორტული გარემო შემექმნა.

 

ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეშვა თუნდაც მინიმალური შანსი რამის. არ მქონდა იმის გარანტია, რომ პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეში არ იქნებოდა", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.



 

არქივი