geo_flag eng_flag rus_flag

„თუ სიკვდილს აპირებენ რას გვაწვალებენ“: ვახტანგ ჩეულიშვილი მეუღლის მდგომარეობაზე საუბრობს
- +

22 დეკემბერი. 2016. 14:44



“სასამართლოს გარეშე მაიას სასიკვდილო განაჩენს უსჯიან,”- ამის შესახებ ვახტან რჩეულიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” განუცხადა.

რჩეულიშვილი გეგმავს, რომ პროკურატურაში შეხვედრა გამართოს და მეუღლის ჯანმრთელობის საკითხზე რამდენიმე კითხვაზე პასუხი მიიღოს.

”აქ საუბარი არ არის უკვე მაიას ღირსებაზე და პატივზე. აქ საუბარია მის სიცოცხლეზე და სიცოცხლეს გაფრთხილება სჭირდება. კაციშვილმა არ იცის მაია დამნაშავეა თუ არა იურიდიულად, რადგან სასამართლო განაჩენი არ არსებობს. პატიმრობაში ყოფნა კი მავნეა მისი სიცოცხლისთვის. ყველაზე ძლიერი სპეციალისტების დასკვნაა, რომ სასწრაფო ზომებია მისაღები, მაგრამ მოსამართლე ამათ ფონზე ამბობს – ”მათი დასკვნა ჩემთვის გაუგებარია, მე არ ვარ მედიკოსიო”. რა ენაზე და ვინ უნდა უთარგმნოს სამედიცონო ენიდან იურისტის ენაზე არ ვიცი. მათ კვალიფიკაცია არ ყოფნიდეთ და მაია ამისთვის იტანჯებოდეს და ეწამებოდეს ცოტა გაუგებრად მიმაჩნია. ყველა უყურებს პროკურატურას, მათ შორის სასამართლოც. საქართველოში ყოველთვის ეგრე იყო, რომ სასამართლო პროკურატურას უსიტყვოდ ემორჩილებოდა, მაგრამ დღეს საუბარია ადამიანის სასიკვდილო განაჩენზე. სასამართლოს გარეშე სასიკვდილო განაჩენს უსჯიან. თუ სიკვდილს აპირებენ რას გვაწვალებენ? ჩვენ რა რევოლუციას მოვაწყობთ და იარაღით ციხიდან დავიხსნით თუ რა? რეალურად გამოიტანონ სასიკვდილო განაჩენი და გვეცოდინება რომ კლავენ. ახლა ექიმებმა უნდა გაარკვიონ რა უფრო საჩქაროა გული თუ ფილტვი. თუ ფილტვი უფრო საჩქაროა გადაიყვანენ პროფილურ კლინიკაში, თუ გული დატოვებენ იქ, სადაც არის და თუ მოუნდათ საერთოდ ციხეშიც ჩასვამენ”.- აღნიშნა რჩეულიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ საქალაქო სასამართლომ “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები გუკა და მაია რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა.




 

წყარო : wyaro
არქივი