geo_flag eng_flag rus_flag

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის მომდევნო პროცესზე “მასტერას” დაკითხავენ
- +

21 ნოემბერი. 2016. 15:39

 

გია დგებუაძე, იგივე „მასტერა,“ სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში რჩება.
სასამართლომ მისი აღკვეთის შეცვლის საკითხზე იმსჯელა და აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა უცვლელი დატოვა.


პროცესზე დაცვის მხარის მოწმე, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ინსპექტორი დავით ქოქიაშვილი დაიკითხა.


დავით ქოქიაშვილმა განაცხადა, რომ ის ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ავტომანქანაში იმყოფებოდა, როდესაც სროლების ხმა გაიგო, ხოლო რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდნენ. კითხვაზე ჰქონდათ თუ არა გია დგებუაძეს და დათა ახალაიას იარაღი, მოწმემ განაცხადა, რომ ახალაიას იარაღი ჰქონდა, დგებუაძეს კი არა. დავით ქოქიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას ადგილზე ვინმე უცხო პირი არ უნახავს, მათ შორის არც ტრისტან წითელაშვილი.

წყარო : wyaro
არქივი