geo_flag eng_flag rus_flag

მთავარმა პროკურატურამ გია და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა ჩემიას და ნორა კვიციანის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო
- +

17 ნოემბერი. 2016. 16:33

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე გახმაურებული საქმის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ საქმეებს შორის არის გია და ნოდარ გვიჩიანების და ნიკა ჩემიას  საქმე, რომლებსაც ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ედებათ ბრალი.


გადასინჯვას დაექვემდებარება აგრეთვე კოდორში განვითარებულ მოვლენებზე ნორა კვიციანის საქმე,  ავთანდილ ხერკელაძის საქმე. ასევე გადაისინჯება გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი; გენერალ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობაზე მსჯავრდებულ თამაზ გოგიას საქმე.



„საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი 3 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის გახმაურებულ საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებულ პირთა განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. პროკურატურის მუშაობის შედეგად პროკურორების დადგენილების საფუძველზე, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებული იქნა „თელასის" ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების - გიორგი და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ. ასევე, გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების თამაზ გოგიას და კოდორში განვითარებულ მოვლენების დროს დაკავებული მსჯავრდებული ნორა კვიციანის მიმართ", - აცხადებენ პროკურატურაში.

 

 

 

არქივი