geo_flag eng_flag rus_flag

საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლიეს - შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
- +

29 სექტემბერი. 2016. 14:20



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ შსს-ს მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.


უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

 

„არსებული ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა სხვადასხვა პერიოდში განხორციელდა", - განაცხადეს შსს-ში.






 

არქივი