geo_flag eng_flag rus_flag

წალკაში ორმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა
- +

8 სექტემბერი. 2016. 11:33



შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონულ სამმართველოში ორმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.


„სულ ჩაბარებულია: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი, ტყვიამფრქვევის 3 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 15 ვაზნა.

 

აღნიშნული მოქალაქეები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ" ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდებიან", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

არქივი