geo_flag eng_flag rus_flag

სასჯელაღსრულების სამინისტრო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
- +

31 აგვისტო. 2016. 16:55


 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დღეს სასამართლოდან გაქცეული პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:

 

„ბრლდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების  ბრიგადის გამოძახება მოხდა. ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

არქივი