geo_flag eng_flag rus_flag

პროკურატურა: დადასტურდა, რომ დავით ბორჩაშვილი მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო
- +

9 აგვისტო. 2016. 17:42

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის  მტკიცებულებები და ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიერ ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ამ ორგანიზაციის სახელით ოპერაციების განხორციელებაში ბრალდებული დავით ბორჩაშვილი დამნაშავედ სცნო.

 

აღნიშნულზე საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ დავით ბორჩაშვილი გაწევრიანებული იყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია - „ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოში“. იგი სირიის რესპუბლიკაში შეუერთდა  ტერორისტული ორგანიზაციის  წევრებს და ტერორისტული ორგანიზაციის სახელით მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეიარაღებულ-საბრძოლო მოქმედებაში“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, დავით ბორჩაშვილს სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

 

 

არქივი